„გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაყინა გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება“, - წერს ელჩი პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეხება სტუდენტების მობილობას, კვლევასა და „ევროკავშირში საქართველოს პროგრამებს“. მიზეზად გერმანიის ელჩი ასახელებს „საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვასა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას“. три „ქართველები, რომლებმაც ისწავლეს გერმანულ უნივერსიტეტებში, - ძირითადად გერმანული სტიპენდიების დახმარებით, - ამ დანაკარგის მნიშვნელობას გააცნობიერებენ“, - წერს ის. ელჩი ასევე აზუსტებს, რომ ჯერჯერობით შეზღუდვა არ შეხებია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე დაფინანსებას საქართველოსათვის, - რაც დაახლოებით ერთი მილიონი ევროს მოცულობისაა. ამჟამად საქართველოდან არაერთი სტუდენტი სწავლობს გერმანიის მთავრობის დაფინანსებით გერმანულ უნივერსიტეტებში. „ეს ჩვენს გულუხვ სასტიპენდიო პროგრამებს, - მაგალითად, DAAD-ს, - ჯერ არ ეხება, მაგრამ გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“, - წერს ის. DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური - მსოფლიოში უდიდესი ფონდია, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას. три რადიო თავისუფლება დაუკავშირდა განათლების სამინისტროს - კერძოდ, კონკრეტულად რომელი პროგრამების შეჩერებაზეა ახლა საუბარი და რამდენ სტუდენტს/მეცნიერს შეეხება. სამინისტროს განცხადებით, გერმანიის ელჩის განცხადება ცალსახად არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე. მათი განმარტებით, იგი მოიაზრებს სამინისტროსა და გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობას, "რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო". "ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ და გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს შორის არსებულ გაცვლით პროგრამებს და კვლევით პროექტებს ამ განცხადებით არანაირი საფრთხე არ ექმნება. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება ხსენებულ სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. თანამშრომლობა ეფუძნება აკადემიურ თავისუფლებას და ინსტიტუციურ ავტონომიურობას, რაც ბოლონიის პროცესის და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ფუნდამენტური პრინციპებია. ჩვენ 20 წელია ამ ღირებულებების ერთგულნი ვრჩებით", - აცხადებს განათლების სამინისტრო. ასევე ნახეთ ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება საფრთხის ქვეშ დგება - ევროპული ორგანიზაციები ხარისხის ცენტრს ...