26 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები: №804, თბილისი-ბათუმი; №801, ბათუმი-თბილისი; №869, ზუგდიდი-თბილისი; №874, თბილისი-ფოთი; №617, ბორჯომი-თბილისი; №686, თბილისი-ბორჯომი. 27-28 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები: № 854, თბილისი-ოზურგეთი; № 853, ოზურგეთი-თბილისი; № 6355/6356, ქუთაისი-რიონი; № 6353/6354, ქუთაისი-რიონი; № 682/681, ქუთაისი-ბათუმი; № 684/683, ქუთაისი-ბათუმი; № 613/614, ბათუმი-ოზურგეთი; №618/617, თბილისი-ბორჯომი; №685, ბორჯომი-თბილისი. რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისების ბილეთების საფასურის ანაზღაურებას ჰპირდება. უამინდობის გამო რკინიგზამ რეისები გააუქმა 25 თებერვალსაც. ბოლო ერთი კვირაა, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა. ინტენსიურად თოვს აჭარის, გურიის, რაჭის, იმერეთისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე. რიკოთის უღელტეხილზე წუხელ გვიან ღამით ზვავი ჩამოწვა. დილიდან მოძრაობა აღდგა, თუმცა შეზღუდვებით. ასევე ნახეთ მსხვერპლი, მოწყვეტილი სოფლები, დანგრეული სახლები - ბოლო ამბები სტიქიაზე ...