უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბუნებრივი რესურსების შესახებ ახალი გარიგების შეთანხმების შემდეგ, ამ კვირაში, სავარაუდოდ, 28 თებერვალს შედგება ვაშინგტონში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 თებერვალს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სმენია, რომ ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში ჩადის და თუ შეთანხმების ხელმოწერას მოისურვებს, ამის წინააღმდეგი არ არის. უკრაინის ხელისუფლებას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესახებ საჯაროდ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. შეკითხვას, რას მიიღებს უკრაინა შეთანხმების სანაცვლოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა, რომ 350 მილიარდ დოლარს, ბევრ სამხედრო ტექნიკას და ბრძოლის უფლებას. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელები მამაცი და კარგი მეომრები არიან, მაგრამ აშშ-ისა და მისი დახმარების გარეშე ომი სწრაფად დასრულდებოდა. შეკითხვას, რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინის სამხედრო დახმარება, ტრამპმა უპასუხა, რომ სანამ რუსეთთან შეთანხმება არ იქნება. ასევე ნახეთ FT: კიევმა და ვაშინგტონმა შეათანხმეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ გარიგების პირობები 25 თებერვალს მედიასაშუალებებმა, მათ შორის Financial Times-მა, Reuters-მა და CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეათანხმეს უკრაინის ბუნებრივი რესურსების ათვისების დოკუმენტის ახალი ვარიანტი, რომელშიც აღარ არის კიევისთვის მიუღებელი პირობები და ითვალისწინებს უკრაინის წიაღისეულზე აშშ-ის წვდომას უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდში მისი მონაწილეობის სანაცვლოდ. ამასთან, წყაროთა თანახმად, შეთანხმების პროექტი არ მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც გარიგების სხვა დეტალებთან ერთად განხილული იქნება პრეზიდენტების მოლაპარაკებისას. ასევე ნახეთ პუტინი აშშ-ს სთავაზობს იშვიათი მეტალების მოპოვებაში თანამშრომლობას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები. 12 თებერვალს ამ საკითხზე კიევში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. მასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილეს უკრაინის რესურსების პოტენციალი, უსაფრთხოების ეკონომიკური გარანტიები და ეკონომიკური პარტნიორობის დოკუმენტის მომზადება, ძლიერ გარიგებაზე მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ პროგრესს მიაღწევენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 15 თებერვალს მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ შეაჩერა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიციირებული შეთანხმების ხელმოწერა, რადგან დოკუმენტი არ მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარა...