„აშშ-ის რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად“, - წერს საელჩო 25 თებერვალს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში. „ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისთვის“, - აცხადებს საელჩო. აშშ-ის საელჩო ასევე მიუთითებს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაეროს შესთავაზა „მარტივი, ისტორიული რეზოლუცია“, რომელიც „ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება: რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია“. три უშიშროების საბჭოს რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭომ - რომელსაც 15 ქვეყანა აკომპლექტებს - ორშაბათს აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით. 3-წინადადებიანი ტექსტი შეიცავს მოწოდებას ომის სწრაფად დასრულებისკენ, თუმცა რუსეთი აგრესორად არაა მოხსენიებული. ეს არის გაეროს ყველაზე გავლენიანი ორგანოს მიერ სრულმასშტაბიანი ომის შესახებ მიღებული პირველი ერთობლივი გადაწყვეტილება. აშშ-ის რეზოლუციას უშიშროების საბჭოში 10-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, - მათ შორის თავად აშშ-მა, რუსეთის ფედერაციამ და ჩინეთმა. საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ თავი შეიკავეს. კერძოდ, რეზოლუციით, გაეროს უშიშროების საბჭო: „გლოვობს რუსეთის ფედერაცია-უკრაინის კონფლიქტის გამო ადამიანების სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი მიზანი, - როგორც ეს არის გამოხატული გაეროს წესდებაში, - არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა, ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას და ასევე მოუწოდებს გრძელვადიანი მშვიდობისკენ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის“. ასევე ნახეთ გაეროს გენერალური ასამბლეა ორ რეზოლუციას განიხილავს უკრაინის ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციები გენერალურ ასამბლეაზე შეერთებულ შტატებს ზუსტად იგივე რეზოლუცია ჰქონდა ინიციირებული გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, - სადაც მსოფლიოს 193 ქვეყანა აძლევს ხმას. ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან შეტანილი შესწორებებით - მას შემდეგ, რაც დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში. საბოლოოდ, გენერალურ ასამბლეაზე აშშ-მა საკუთარ რეზოლუციას, რომელშიც შესწორებები შევიდა, მხარი არ დაუჭირა - თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან. ასევე მოიქცა საქართველოც. რუსეთი წინააღმდეგ წავიდა. გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მეორე რეზოლუციაც, - უკრაინისა და ევროკავშირის ...