„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან“, - წერია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ფეისბუკზე 25 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში. ამავე წყაროს თანახმად, შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძემ გამოსცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობას სპეციალური ტექნიკით ეხმარებიან დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები. ამავე უწყების თანახმად, „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები“. 20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია საავტომობილო მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. გარესამყაროს მოწყვეტილ ხალხს გადაუდებელი დახმარება სჭირდება - გურიაში დიდთოვლობის გამო რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის. დიდთოვლობამ დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც. შეფერხებულია ენერგომომარაგება. დროებით დაიხურა ბათუმის აეროპორტი. ასევე ნახეთ “პატრონი არ გვყავს” - გურიასა და აჭარაში მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს ასევე ნახეთ "8 შვილით ვარ ჩარჩენილი, 8 თვის ორსულია სოფელში, ქალია ქიმიოთერაპიაზე წასასვლელი" - ხალხი დახმარებას ითხოვს ასევე ნახეთ "80 წლის მამაჩემი ცდილობს გზის გაკვალვას, 76 წლის დედაჩემი უკან მიყვება, რომ გადარჩნენ" - ორმეთში მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვენ ასევე ნახეთ დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში - ლაივბლოგი ...