რუსეთი კვლავ უტევს უკრაინის ტერიტორიას ფრთოსანი რაკეტებით და "შაჰედის" ტიპის დრონებით - იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები. ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს Tu-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებით, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის რაიონიდან. ისინი შეამჩნიეს უკრაინის ჩერკასის ოლქის თავზე, რაკეტებმა რამდენჯერმე შეიცვალა მიმართულება. "შაჰედებს" მთელი ღამის განმავლობაში აღრიცხავდნენ უკრაინის რამდენიმე ოლქის თავზე. დრონებით დარტყმების საფრთხის შესახებ სხვადასხვა დროს გამოაცხადეს კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, დონეცკის, ნიკოლაევის, ჟიტომირის, ვინიცის ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება უკრაინის მხრიდან დრონებით განხორციელებულ შეტევაზე და აცხადებს, რომ ჩამოგდებულ იქნა 19 დრონი, ძირითადად ბრიანსკის ოლქის თავზე. ასევე ნახეთ Reuters: უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა ...