„ყველგან თოვლია, მაგრამ განსაკუთრებით თოვს აჭარის, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან რაიონებში. ეს პროცესი მთავრდება 27 თებერვლის ღამით“, - ამბობს დოდო გვაზავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი. ასევე ნახეთ დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში - ლაივბლოგი სამ დღეს ითოვებს ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისშიც. 25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უმეტესად ისევ ღრუბლიანი ამინდი და თოვლია მოსალოდნელი, ზოგან ქარბუქი და ნისლიც. დაბლობში ღამით -5, 0° იქნება, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით -1, +4°; მაღალ მთაში ღამით -16, -11°, დღისით -5, 0°. 25 თებერვალს უამინდობაა აღმოსავლეთ საქართველოშიც. ღამით ზოგიერთ, დღისით კი უმეტეს რაიონში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ბარში ტემპერატურა ღამით -8, -3°, დღისით კი -2, +3° იქნება; მთაში ღამით -14, -9°, დღისით -6, -1°; მაღალ მთაში ღამით -19, -14°, დღისით -10, -5°. თბილისში სამი დღე თოვლია გამოცხადებული (+2 +4 გრადუსი), ღამეები კი ყინვიანი იქნება -3 და -5 გრადუსის ფარგლებში. მოღრუბლულობა და დაბალი ტემპერატურა თბილისში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე ნახეთ “პატრონი არ გვყავს” - გურიასა და აჭარაში მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს ...