ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განზრახვის ფონზე, უკრაინასთან გააფორმოს შეთანხმება ბუნებრივი რესურსების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებულ შტატებს შესთავაზა ერთობლივი მუშაობა იშვიათ მიწათა მეტალების სფეროში. 24 თებერვალს პუტინმა საგანგებო თათბირი გამართა ამ დარგის განვითარების საკითხებზე, იმავე ღამით კი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა მასთან ინტერვიუ, რომელშიც აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის სურვილზე ილაპარაკა. პუტინის განცხადებით, რუსეთი იშვიათ მიწათა მეტალების მარაგებით ერთ-ერთი უპირობო ლიდერია, საბადოები აქვს კავკასიაში, მურმანსკში, ირკუტსკსა და იაკუტიაში და სიამოვნებით ითანამშრომლებდნენ ნებისმიერ უცხოელ პარტნიორთან, მათ შორის ამერიკელებთან. პუტინის თანახმად, რუსეთს შეუძლია იშვიათ მიწათა მეტალების მოპოვების დარგში ამერიკელ და სხვა პარტნიორებს თანამშრომლობა შესთავაზოს „ახალ, ისტორიულ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდნენ“ და გარკვეული მარაგი იქაც არსებობს. პუტინი გულისხმობდა უკრაინაში ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში პუტინმა ამერიკულ კომპანიებს თანამშრომლობა და ინვესტირება შესთავაზა კრასნოიარსკის მხარეში ალუმინის მოპოვების სფეროშიც და განაცხადა, რომ საინვესტიციო პროექტის ღირებულება 15 მილიარდი დოლარია. ასევე ნახეთ მაკრონთან შეხვედრის წინ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ და უკრაინა უახლოვდებიან შეთანხმებას მინერალებზე 24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ვაშინგტონში გეგმავს შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების შესახებ. ერთი დღით ადრე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ტელეკომპანია Fox News-ს უთხრა, რომ შეთანხმება, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ სასარგებლო წიაღისეულს, ენერგეტიკასა და სახელმწიფო საწარმოებს, უკრაინას მისცემს უსაფრთხოების ეკონომიკურ გარანტიებს. ასევე ნახეთ უკრაინას ამერიკული იარაღი სჭირდება. ტრამპს სანაცვლოდ იშვიათი მინერალები სურს პრეზიდენტმა ტრამპმა პირველად თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები. 12 თებერვალს ამ საკითხზე კიევში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. მასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილეს უკრაინის რესურსების პოტენციალი, უსაფრთხოების ეკონომიკური გარანტიები და ეკონომიკური პარტნიორობის დოკუმენტის მომზადება, ძლიერ გარიგებაზე მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ პროგრესს მიაღწევენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენც...