"როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა დიდ და ბევრ მოლოდინთან დაკავშირებულ არჩევნებში", - დიდი ასოებით წერს ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემებით, ამ მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს არჩევნებში ხმების 28,5 პროცენტი ერგო. ასევე ნახეთ გერმანიის არჩევნების შედეგები პროგნოზებს ემთხვევა, გამარჯვება ერგო CDU/CSU-ს "დიდწილად აშშ-ის მსგავსად, გერმანიის ხალხიც დაიღალა საღი აზრისგან დაცლილი დღის წესრიგისგან, განსაკუთრებით ენერგეტიკასა და იმიგრაციასთან მიმართებით - რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მოქმედებდა", - წერს ტრამპი. "ეს დიდი დღეა გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, დონალდ ჯეი ტრამპად წოდებული ჯენტლმენის ლიდერობის პირობებში. გილოცავთ ყველას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა", - დასძენს ის. три ტრამპის მრჩეველი ილონ მასკი ღიად უჭერდა მხარს გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), რომელიც ხმათა დაახლოებით 20 პროცენტით მეორე ადგილზე გადის. ასევე ნახეთ გერმანიის ეგზიტპოლები მიუთითებს კონსერვატორთა ლიდერობაზე, ულტრამემარჯვენეებს ყველაზე მაღალი შედეგი აქვთ ომის შემდეგ ...