პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადების თანახმად, დუდა და ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ 22 თებერვალს, ვაშინგტონში, პოლონეთ-ამერიკის კავშირების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და პოლონეთში აშშ-ის სამხედრო და ეკონომიკური წარმომადგენლობის საკითხების განსახილველად. უკრაინის თაობაზე დუდამ თქვა, რომ ტრამპმა წარმოადგინა კონფლიქტის გადაჭრის მისი მოკლე გეგმა და ხაზი გაუსვა მოლაპარაკების მნიშვნელობას, როგორც ერთადერთ რეალისტურ გზას ომის დასასრულებლად. "პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მქონდა კერძო საუბარი, რომლის დროსაც მან მოკლედ წარმოადგინა თავისი გეგმა. მან თქვა, რომ აუცილებელია მოლაპარაკება, და რომ ესაა ომის დასრულების ერთადერთი გზა" - ვკითხულობთ დუდას ოფისის განცხადებაში. შეხვედრის ფონია მზარდი დაძაბულობა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რომლების ახლახან გამოვიდნენ მკაცრი ურთიერთკრიტიკით. ტრამპმა ზელენსკის უწოდა "დიქტატორი" და მიანიშნა, რომ რუსეთთან ომის დაწყების პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება - ამ განცხადებებმა შეშფოთება აღძრა კიევში, ევროპის დედაქალაქებში და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის გავლენიან კანონმდებლებს შორის. ასევე ნახეთ მასკი ტყუილს უწოდებს Reuters-ის ცნობას, რომ უკრაინას, შესაძლოა, შეუწყდეს Starlink-ზე წვდომა ...