ლატვიის პარლამენტმა, სეიმმა, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს უკრძალავს ამ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას. სააგენტო "დელფის" თანახმად, კენჭისყრა 20 თებერვალს გაიმართა. კანონპროექტი "ეროვნული უსაფრთხოებისათვის მუქარის შემცველი გარიგების აკრძალვის შესახებ" მოამზადეს სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტია "ახალმა ერთობამ", იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. გარდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისა, აკრძალვა გავრცელდება ამ ქვეყნის კომპანიებზე, უცხოურ კომპანიებზე, რომელთა მფლობელები რუსები და ბელარუსები არიან ან იმ ლატვიურ კომპანიებზე, რომლებშიც რუსებსა და ბელარუსებს წილის არაუმცირეს მეოთხედი ეკუთვნით. ასევე ნახეთ ბალტიის ქვეყნები გამოეთიშა რუსეთისა და ბელარუსის ელექტროგადამცემ ქსელებს ...