„ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე. გამოძიება მოვითხოვე. ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა მან 18 თებერვალს ბრიფინგზე. „აქ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას და შემდგომ უკვე „ოცნების“ პოლიტიკოსების მიერ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18 თებერვალს, დილით, მომხდართან დაკავშირებით. „არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პრეზიდენტს ცნობენ [ლეგიტიმურად]. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. მე კი არ ვარ პიროვნება, ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“: ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ზრდილობას, - მაგრამ ეს დიდი ხანია დაავიწყდათ, - და საქართველოს სურათს მსოფლიოში“, - განაცხადა მან. „იმ დროს, როდესაც მიმიღეს ისე, როგორც მიმიღეს მიუნხენში თუ მანამდე აშშ-სა თუ პარიზში, ეს არის მათი [„ქართული ოცნების“] რეაქცია, პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა. საზოგადოება კარგად ხედავს, რა ხდება და რატომ ხდება“, - თქვა მეხუთე პრეზიდენტმა. три სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უცხოეთში ვიზიტებისას იგი საქართველოს პარტნიორებსა და გულშემატკივრებს უხსნიდა, რომ „რეალურად, საქართველო ამაზე ბევრად მეტია, ესენი ვერ მართავენ საქართველოს, აღარც იციან, რას ნიშნავს მართვა და მმართველობა“. „ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის რეპრესიული ზომების ერთიმეორეს შემდეგ მიღება და კვერცხის სროლა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. „რა უსუსური უნდა იყო, ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება. მაგრამ ესენი ხომ აღარ არიან ხელისუფლება. ეს არის რეჟიმი. და სისუსტეს ავლენს რეჟიმი. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, არ ვიცი, რისი ნიშანია“, - განაცხადა მან. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებასა და უცხოელ პარტნიორებს სოლიდარობისათვის. ასევე, უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო გააკრიტიკა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: „რანაირად უნდა ვთქვათ ტურიზმზე რაიმე, როდესაც აეროპორტში უსაფრთხოება არანაირად არის დაცული? არც გახარიაზე [თავდასხმის] შემთხვევაში არ იყო დაცული არაფერი. თუ პოლიცია არსებობს, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული... ამ დილით უკვე ვიცოდით... ხომ იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში, რომ ახლა „ჩემი ჯერი“ იყო? ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას. ესე იგი ყველამ იცოდა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. три 18 თებერვალს გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს. წინა დღეს, 17 თებერვალს, მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს, ესროლეს კვერცხები აეროპორტში. 17 თებერვალს, გახარიას ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნებ...