„კითხვა დამისვეს, დაგიბარეს თუ არაო და ჯერჯერობით მე არ გამიგია, არც მომსვლია [შეტყობინება]... მგონი, არავის მისვლია, მაგრამ საჯაროდ ახსენეს რამდენიმე გვარი წინა ხელისუფლებიდან და მე არ ვუხსენებივართ“, - თქვა გიგა ბოკერიამ 18 თებერვალს თავის ფეისბუკგვერდზე პირდაპირ ეთერში. „მე თუ არ მახსენებენ და არ დამიბარებენ ამ კომისიაზე, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან. მე თუ არ მიბარებენ, აბა, რაზეა ხომ საერთოდ ლაპარაკი?“ - აცხადებს გიგა ბოკერია და განმარტავს: „არა იმიტომ, რომ ჩემს როლს ვუსვამ ხაზს წინა ხელისუფლების დროს - ამ შემთხვევაში ამას ან რაიმე განსაკუთრებულობას არ ვგულისხმობ, - უბრალოდ, მათი პროპაგანდა წლების განმავლობაში ასე, ჩემი გვარის რეჟიმად იხსენიებდა, ტყუილ-მართალში აზელილ პოლიტიკურ ბრალდებებსა და მთლიანად სიცრუეზე დამყარებულ კონკრეტულ ბრალდებებს ისროდა. ამას დღემდე აგრძელებენ სხვადასხვა დოზით“. „ამ დროს თუ მე არ მეძახით მაგ კომისიაზე, ანუ პირდაპირ თქვენით აცხადებთ, რომ ეს კლოუნადაა და სხვა მოსაზრებებით არჩევთ [ადამიანებს]. ხოლო თუ დამიბარებენ, რა თქმა უნდა, დემონსტრაციულად ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ. ლეგიტიმურიც კი რომ ყოფილიყო, - ან ასეთი მკაფიო არ ყოფილიყო მათი არალეგიტიმურობა, - მაინც არ მივიღებდი მონაწილეობას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. три გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. მის გვარს „ქართული ოცნების“ მომხრეები ხშირად ასახელებდნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. 2019 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტში განიხილავდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ „დამნაშავე რეჟიმად“ გამოცხადებას ითვალისწინებდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 16 კი მის წინააღმდეგ წავიდა. მომხრეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო პარლამენტმა რეზოლუცია ვერ მიიღო. რეზოლუციის ავტორები თვლიდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უნდა შეფასებულიყო, როგორც „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი“. „წინ რომ გავუსწრო მოვლენებს: რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ ისეთ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ჩემნაირ პოზიციას დაიკავებს, - და მგონია, ასეთი არაერთი იქნება, - ეს ვერ დაეხმარება ამ რეჟიმს, რადგან ეს პროტესტი არის ბევრად უფრო დიდ რამეზე, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ცალკეული შემთხვევები, რაც თავისთავად პრობლემა არის არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც დევნიან, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის“, - აცხადებს „ფედერალისტების“ ლიდერი. ასევე ნახეთ უნდა განეხილა თუ არა პარლამენტს “სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის” რეზოლუცია 17 თებერვალს „ქართული ოცნების” პარლამენტში, რომელსაც ოპ...