„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა“, - წერს მზია ამაღლობელი პატიმრობისა და შიმშილობის 38-ე დღეს კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში. „ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის“, - წერს ამაღლობელი. три „ახლა ბევრად ძლიერები ვართ“ „ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძეს მზია ამაღლობელს მადლობა გადაუხადა ამ გადაწყვეტილებისთვის: „ჩვენ ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის“, - თქვა მან. „მზია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, რადგან ის არის უკანონო პოლიტპატიმარი“, - განუცხადა ნესტან ცეცხლაძემ რადიო თავისუფლებას. წინა დღეს, 17 თებერვალს, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ თუ ამაღლობელი შიმშილობას არ შეწყვეტს, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობის სწრაფად დამძიმების რისკი დიდია. ასევე ნახეთ ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე: ახალი გამოკვლევით, მდგომარეობა შედარებით გაუარესებულია „რეფიდინგ სინდრომი“ - მკურნალობა გრძელდება ეთერ თურაძის მიერ მზია ამაღლობელის წერილის წაკითხვის შემდეგ, 18 თებერვალს, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ კლინიკასთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა: „ამ ხანგრძლივობის შიმშილობა დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან“. „ახლა მთავარი - ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში“, - თქვა ზურაბ ჩხაიძემ და ახსენა „რეფიდინგ სინდრომის" რისკი: „ეს არის ძალიან სერიოზული შიმშილი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან ერთად, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევას. ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებების, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც შეიძლება სხვადასხვა ორგანოს უკმარისობები გამოიწვიოს. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყებთ. კლინიკა ამისთვის მზად არის“, - განაცხადა ჩხაიძემ. „განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე. არის სპეციალური მენიუ შემუშავებული, დამტკიცებულია „რეფიდინგ“ პროტოკოლი... კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მის მდგომარეობას. ყოველდღიურად გადავამოწმებთ მდგომარეობას“. რადიო თავისუფლების კითხვაზე, - შიმშილობის შეწყვეტის მომენტიდან მის სიცოცხლ...