სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფი დასკვნას აქვეყნებს დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, გასტროენტეროლოგმა და კარდიოლოგმა გიორგი გვილიამ და ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში” 7 თებერვალს მოინახულა, ხოლო ოფთალმოლოგი გიორგი ჯავრიშვილი ჟურნალისტს 12 თებერვალს შეხვდა. გიორგი გვილიასა და ელენე გიორგაძის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები კლინიკის სამედიცინო პერსონალთან სამედიცინო კონსილიუმის წევრებს პრეტენზია და სერიოზული შენიშვნები არ გვაქვს. „შეიძლება ითქვას, რომ შიმშილობის 27-ე დღეს (7 თებერვალს), პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით ისეთი უკიდურესად მძიმე არ იყო, როგორიც ეს შესაძლებელია ყოფილიყო შიმშილობის ამ ვადაზე. 2025 წლის 7 თებერვლისთვის სხეულის მასის კლება არ აჭარბებდა საწყისი მასის 10%-ს. არ იყო შიმშილობის ე.წ. კეტოზის სტადია. ანალიზებით არ აღენიშნებოდა მძიმე ანემია და რკინის მძიმე დეფიციტი. ექოკარდიოსკოპული მონაცემები იყო ნორმის ფარგლებში (ჯერჯერობით არ აღენიშნებოდა მძიმე შიმშილობისთვის სახასიათო გულის ზომების შემცირება). საყურადღებო იყო ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება, გულის რიტმი სინუსური, ბრადიკარდიის ზღვარი, 60 დარტყმა წთ–ში. პაციენტს არ ჰქონდა ჰიპოთერმია, არ უჩიოდა ქოშინს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის და ლაპარაკის დროს (საყურადღებო იყო მხოლოდ ზოგადი სისუსტე და შენელებული, მაგრამ სრულიად ადეკვატური მეტყველება)“. ექიმების განმარტებით, მზია ამაღლობელი არ აღნიშნავდა მხედველობის, სმენის და ყნოსვის დაქვეითებას. სითხეს (წყალი) იღებდა ადეკვატურად, პერორულად. წყლის ყლაპვის დროს არ აღნიშნავდა მძიმე სახასიათო ტკივილის შეგრძნებას საყლაპავის გასწვრივ. 2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ნარჩუნდებოდა გლუკოზის ხსნარის ინფუზიით, ელექტროლიტური ბალანსი შენარჩუნებული იყო ელექტროლიტების სისტემატური ინფუზიით. კიდურების მოძრაობა თავისუფალი, პალატაში გადაადგილდებოდა თავისით, დახმარების გარეშე, თუმცა, მოძრაობდა ნელა. არ უჩიოდა მუცლის ტკივილს, არ ჰქონდა გამოხატული გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომატიკა (ამისთვის დანიშნული ჰქონდა PPI და ანტაციდი). „2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე – კეტოზის და მესამე – ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა. ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე. ეს ყველაფერი დეტალურად ავუხსენით პაციენტს, ვურჩიეთ შეეწყვიტა შიმშილობა და დაეწ...