„რუსული სახლი“ არაფორმალური სახელწოდებაა რუსეთის ფედერალური სამთავრობო სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოსი“, რომლის ოფიციალურ საიტზე მთავარ მისიად მითითებულია „მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება“. სააგენტოს თანახმად, ორგანიზაციას მსოფლიოს 71 ქვეყანაში 87 წარმომადგენლობა აქვს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 6 თებერვალს პრესის შეკითხვაზე პასუხის სახით გამოქვეყნდა სამინისტროს პრესმდივნის, აიხან ჰაჯიზადეს კომენტარი, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობისა და ორმხრივი შეთანხმებების მოთხოვნათა საფუძველზე. პრესმდივნის თანახმად, რუსეთის საინფორმაციო-კულტურული ცენტრი „რუსული სახლი“ იურიდიულ პირად დარეგისტრირებული არ არის, რითაც სერიოზულად დაარღვია აზერბაიჯანის კანონმდებლობა. აიხან ჰაჯიზადეს ინფორმაციით, 3 თებერვალს რუსულ მხარეს გაუგზავნეს ნოტა „რუსული სახლის“ საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე და შესაბამისი ზომების მიღებას ელოდებიან. „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა აზერბაიჯანისგან ნოტის მიღება დაადასტურა. 6 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24-ის" ეთერში პრიმაკოვმა განაცხადა, რომ ყოველთვის მზად იყვნენ ბაქოში არსებული „რუსული სახლის“ დასარეგისტრირებლად, თუმცა შესაბამისი მიმართვები აზერბაიჯანული მხარისგან უპასუხოდ რჩებოდა. „როსსოტრუდნიჩესტვო“ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული არიან უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო. ასევე ნახეთ აზერბაიჯანმა USAID-თან თანამშრომლობა შეაჩერა - საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ნახეთ ბოჭორიშვილმა და ბაირამოვმა „უცხოური ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობაზე“ ისაუბრეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „რუსული სახლის“ საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვა, 6 თებერვალს პირველმა გაავრცელა მთავრობასთან კავშირის მქონე სააგენტო Report-მა. მან „წყაროებზე“ დაყრდნობით დაწერა, რომ „აზერბაიჯანი განაგრძობს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვის თანმიმდევრულ კურსს და არ აპირებს მოითმინოს საშინაო საქმეებში გარედან ჩარევა, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მომდინარეობს“. სააგენტოს წყარომ ამის დასტურად მოიყვანა ბაქოს მიერ ჯერ კიდევ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე მიღებული გადაწყვეტილება აზერბაიჯანში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის საქმიანობის შეჩერების შესახებ. ასევე ნახეთ ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელებს „რადიკალები" უწოდა, მასკი სააგენტოს „სიკვდილით" ემუქრება რამდენიმე ხნის წინ, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ტელეარხმა Baku.tv-მ მოამზადა რეპორტაჟი „რუსული სახლის“ შესახებ და ის, ...