აპარატის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომელთა შედეგები მათ უკვე გამოითხოვეს. "სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი. იგი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს. ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის ადვოკატს", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში. მათივე განცხადებით, დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი. "სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 27 იანვარს, რა დროსაც გაესაუბრა როგორც მზია ამაღლობელს, ისე დაწესებულების სამედიცინო პერსონალს და გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას. იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში. სახალხო დამცველის აპარატის ცნობითვე, წერილობით მიმართეს პენიტენციურ სამსახურს, დაჩქარდეს მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციის ადვოკატისთვის მიწოდების პროცესი: "აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს". 30 იანვარს უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" განაცხადა, რომ მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი უწყებები ადვოკატებს არ აწვდიან ინფორმაციას პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საიას განცხადებით, ეს "განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა". ასევე ნახეთ ადვოკატების შეფასებით, ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა - საია ორგანიზაციამ სახალხო დამცველს მიმართა, მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი, ასევე მიაწოდოს ორგანიზაციას მზია ამაღლობელთან დაკავშირებული, მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები. ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს, რომელიც ციხეში უკვე მე-19 დღეა შიმშილობს. ასევე ნახეთ ევროკავშირი მზია ამაღლობელის სასწრაფოდ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის - ევროკავშირის წარმომადგენლობა მზია ამაღლობელი ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრა...