ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ბიძაშვილი, შახრუდი ედილგირიევი, ფლობს ოთხ ვილას დუბაიში, რომელთა საერთო ღირებულება 20 მილიონ დოლარზე მეტია, იუწყება ონლაინგამოცემა "ვაჟნიე ისტორიი", რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების უდიდესი ქალაქის უძრავი ქონების სააგენტოდან გაჟონილ ინფორმაციას იშველიებს. ჟურნალისტების ცნობით, ედილგირიევმა ხელოვნურ კუნძულ პალმ-ჯუმეირაზე მდებარე ერთ-ერთი ვილა 2022 წლის დეკემბერში 14,4 მილიონ დოლარად შეიძინა. მედიამ ადრე უკვე დაწერა ამ ქონებისა და რამზან კადიროვის ოჯახთან მისი კავშირის შესახებ. ეს არის ხუთსაძინებლიანი სახლი ოსმალურ სტილში, რომელიც ცალკე დგას სასტუმრო კომპლექს Zabeel Saray-ის ტერიტორიაზე. 2023 წლის ოქტომბერში შაჰრუდი ედილგირიევმა შეიძინა კიდევ სამი ვილა დუბაიში, დაახლოებით ექვსი მილიონი დოლარის საერთო ღირებულებით. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით, "ვაჟნიე ისტორიის" ჟურნალისტები წერენ, რომ შაჰრუდი ედილგირიევის ძმა, პახრუდი, ევროკავშირში იძებნება ადამიანის უფლებათა დამცველისა და ოპოზიციონერი ბლოგერის, თუმსო აბდურახმანოვის ძმის, მუჰამედ აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობის საქმეზე. ასევე ნახეთ გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა კადიროვის კრიტიკოს მოჰმად აბდურახმანოვს ასევე ნახეთ ჩეჩენი ბლოგერი აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიცია იცავს - იჩქერიის მთავრობა ჩეჩნეთში მეჩეთების მშენებლობაზე პასუხისმგებელია კიდევ ერთი ედილგირიევი, ამრუდი. რუსლან (აბუბაკარ) ედილგირიევმა, ჩეჩნეთის მეთაურის თანასოფლელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, დუბაიში კლიმატის კონფერენციის მასპინძლობისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროს პრეზიდენტისგან უმაღლესი ორდენი მიიღო. ეს ჯილდო, როგორც წესი, მხოლოდ უცხოელ სახელმწიფო მეთაურებს ენიჭებათ. ჩეჩენი უფლებადამცველების განცხადებით, კადიროვი და მისი ოჯახი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დიდ აქტივებს ფლობენ. ასევე ნახეთ კადიროვი და "ახმატი" - ჩეჩნეთის ლიდერი კვლავ არ ჩანს, მისმა მებრძოლებმა ბელგოროდში აფეთქება მოაწყვეს ...