სომხეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა კადრები, როგორ შეხვდა ერევანში ჩასულ ბოჭორიშვილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი. ვიზიტის ფარგლებში, პრესცენტრის თანახმად, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. три ირაკლი კობახიძემ 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სომხეთში „ხვალინდელი ვიზიტი ემსახურება ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“. „ჩვენთვის მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთან“, - თქვა მან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებენ. ბოჭორიშვილისა და კობახიძის წინა ერთობლივი ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შედგა, რასაც წინ უძღოდა ვიზიტი აზერბაიჯანში. საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა, - საერთაშორისო იზოლაციის სულ უფრო მაღალი რისკის წინაშე დგას. სომხეთი, - აზერბაიჯანთან ერთად, - ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება და ასევე სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს. ასევე ნახეთ სამ თვეში ოთხი მილოცვა „ქართულ ოცნებას“ ილჰამ ალიევისგან ასევე ნახეთ მთავრობა დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ინვესტიციას გვპირდება - რა ვიცით $6-მილიარდიან პროექტზე ასევე ნახეთ "ოცნება" და ორბანი ბრიუსელის წინააღმდეგ - პაპუაშვილის დელეგაცია ბუდაპეშტში ...