საქალაქო სასამართლოს საიტიდან ირკვევა, რომ ამ საქმეების განმხილველი მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია იქნებიან. ორივე მოსამართლე თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოს წევრებმა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, ერთი თვის წინ გააწესეს. ორივე მათგანმა მოსამართლის ფიცი ერთ დღეს, 2024 წლის 28 დეკემბერს დადო. ნინო გალუსტაშვილი ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე საქალაქო სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიით ვიგებთ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი 33 წლისაა. მას 12 მიმდინარე საქმე აქვს, მათ შორისაა მათე დევიძის საქმეც. განათლება: ნინო გალუსტაშვილმა 2014 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, 2017 წელს კი - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით 2023 წელს ჩააბარა. 2024 წლამდე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო. სამუშაო გამოცდილება: 2016 წელს იყო სტაჟიორი და შემდეგ კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი მცხეთის რაიონულ სასამართლოში. 2016-2017 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნად მუშაობდა. 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოვიდა, სადაც 2020 წლამდე სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სხდომის მდივანი იყო. 2020-2023 წლებში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე იყო. მოსამართლე 2024 წლის დეკემბრიდანაა. ჯვებე ნაჭყებია ჯვებე ნაჭყებია, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, ანატოლი გიგაურის საქმის ჩათვლით, საქალაქო სასამართლოში ოთხი მიმდინარე საქმე აქვს. ის თანამდებობაზე ნინო გალუსტაშვილის მსგავსად დეკემბერში გამწესდა. ის 46 წლისაა. განათლება: ჯვებე ნაჭყებიამ 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საქალაქო სასამართლოს გვერდზე წერია, რომ „2009-2022 წლებში გაიარა არაერთი ტრენინგი“. 2020 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი აქედან სამ წელში, 2023-ში გახდა. სამუშაო გამოცდილება: უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2003-2005 წლებში ჯვებე ნაჭყებია საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხდომის მდივანი იყო. 2005 წელს იმავე თანამდებობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა. 2005-2010 წლებში საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწე იყო. 2010 წელს იურისტის კარიერა დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში შპს „გიორგი ოთარაშვილის იურიდიულ კომპანიაში“ მუშ...