საპარლამენტო ასამბლეის უკვე არაერთა წევრმა გააკეთა პოლიტიკური განცხადებები საქართველოშ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კრიტიკულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი და ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა ითხოვს. არაერთმა მათგანმა ახსენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, რომელიც მე-18 დღეა, შიმშილობს. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/tlpu3H9QMXE?&&&fs=1&enablejsapi=1") ფრანკ შვაბე: „წევრობა გამოსაცდელი ვადით“ „საქართველო საპირისპირო მხარეს მიდის, სრულიად არასწორი მიმართულებით: ნაკლები დემოკრატიული სტანდარტები; ადამიანის უფლებების, კანონის უზნაესობისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ნაკლებად დაცვა - მოდით, ასე ვთქვათ: ნაკლები ევროპა“, - განაცხადა ფრანკ შვაბემ, PACE-ის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარემ. „აქ იმის გამო ვართ, რომ გამოვიდეთ ბოლო გაფრთხილებით. ჩვენ უბრალოდ შეშფოთებულები კი არ ვართ, - როგორც უამრავ ანგარიშშია ხოლმე აღნიშნული, - არამედ ჩვენ დღეს მზად ვართ მოქმედებისთვის“, - განაცხადა მან. „ჩვენ მივყვებით ამ საკითხს. ასი პროცენტით მივუბრუნდებით მას აქ, აპრილში. მე ამას ვუწოდებდი „წევრობას გამოსაცდელი ვადით“, მკაცრად შეზღუდული უფლებებით“, - განაცხადა ფრანკ შვაბემ. „შეწყვიტეთ ძალადობა და პასუხი აგებინეთ მათ, ვინც ჩაიდინა სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულები. გთხოვთ გაათავისუფლოთ პოლიტიკური საფუძვლებით დაკავებულები და მსურს, ვახსენო მზია ამაღლობელი. მე ვნახე ვიდეო და მის მიმართ ბრალდება სასაცილოა - რასაც აბრალებთ და რა სასჯელიც ელის“. „ვიხილეთ სისტემური მანიპულაცია არჩევნების დროს, როგორ ისყიდიდნენ ადამიანებს, მოუწოდებდნენ ფოტოების გადაღებისკენ, როგორი ზეწოლა იყო ამომრჩევლებზე. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნები“. „მსურს, დამატებით განვაცხადო: ნუ მოახდენთ ადამიანების ექსტრადიციას აზერბაიჯანში. არიან აფგან სადიგოვის მსგავსი ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან თბილისში და ეშინიათ აზერბაიჯანში გაძევების“. ასევე ნახეთ რა პირობებით შეიძლება ცნონ "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოში? მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში ალექსეი გონჩარენკო უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უკრაინას, - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლბის მტკიცებისგან განსხვავებით, არ სურს „საქართველოს ომში ჩართვა“ და „მეორე ფრონტის გახსნა“. „საქართველოში დემოკრატიას თავს ესხმიამ. იქ დემოკრატიისა და თავისუფლების მოკვლას ცდილობენ. ჩვენ ვხედავთ საქართველოს გატაცებას პრორუსული მარიონეტების მიერ. ეს არის ის, რაც ახლა ხდება. ვინ დგას ამ გზაზე მათ წინააღმდეგ ? ქართველი ხალხი და ქართულ...