„აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით“, - წერია ომბუდსმენის მიერ 29 იანვარს 18:45 საათზე გავრცელებულ განცხადებაში. 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“, სავარაუდოდ, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს ერთ-ერთი პატიმარი, ბრალდებული იოსებ გორგაძე. ოჯახის თანახმად, რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ეს არ იცოდნენ. ომბუდსმენის აპარატი წერს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა. „საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს“; „სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, - წერია განცხადებაში. три „სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა“, - ვკითხულობთ განცხადებაში. „გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც“, - აცხადებს ომბუდსმენი. 29 იანვარს იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ხულოდან და წალკიდან გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ. ისინი განმარტებებს ითხოვენ პენიტენციური სამსახურისგან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გლდანის ციხიესთან ბრალდებულის მხარდამჭერების შეკრების პარალელურად მობილიზებული პოლიციელები ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი ნაცემია, რადგან თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს და ყელზე, სავარაუდოდ, ხრჩობის კვალი ეტყობა: „თავის უკანა მხარე [კეფა] ჩამტვრეული აქვს, სისხლი შედედებულა თავში. თავის გვერდითა და წინა მხარე ჩამტვრეული აქვს“, - უთხრა ბრალდებულის მამამ ჟურნალისტებს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ადგილზე, გლდანის ციხესთან, გორგაძის ნათესავებმა უთხრეს, რომ მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება და მართვით სუნთქვაზეა. „არ ვიცით, ეს ყველაფერი უბედური შემთხვევა იყო თუ ვინმემ განზრახ გააკეთა“, - - ამბობს დაკავებულის მეზობელი ჯემალ მიქელაძე. „დაზია...