ხერსონის საქალაქო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 29 იანვარს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა დაბა ანტონოვკაში. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, იზმაილის რაიონში დაზიანებულია პორტის ტერიტორიაზე მდებარე შენობები, არავინ დაშავებულა. დილით კიევში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა დარნიცკის რაიონში, მეტროს სადგურთან და დეპო დააზიანა. ასევე ნახეთ რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევა იყო უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, ღამიდან მოყოლებული რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებს შეუტიეს 57 უპილოტო საფრენი აპარატით და ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“. სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 29 დრონი ჩამოაგდეს, 14 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე". 28 იანვარს, გვიან ღამით სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებოდა ნიკოლაევის ოლქის ადმინისტრაცია. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ საწარმოზე დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 29 იანვარს, შუაღამის შემდეგ დრონებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის რეგიონებზეც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 104 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე ნახეთ რუსეთში ადასტურებენ დრონებით დარტყმას სულ მცირე ერთ ქარხანაზე ...