ბათუმელი მედიკოსები ითხოვენ, რომ „სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმები, - იქნება ეს კონსილიუმის თუ სხვა ფორმით, - დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან“. „თითოეული აქ მდგომთაგანი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით შევიდეს მზია ამაღლობელთან“, - განაცხადეს ექიმებმა. ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მედიკოსებმა 28 იანვარს მოაწყვეს პრესკონფერენცია, რომელზეც ისაუბრეს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის პროტესტის უკიდურესმა ფორმამ, შიმშილობამ, მის ჯანმრთელობაზე. „შეიძლება ადამიანი გადარჩეს, მაგრამ ვერ გადარჩეს ჯანმრთელობა“ ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა კახაბერ ქაშიბაძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან მას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს. მისივე თქმით, შესაძლოა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი მიადგეს: „შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის [დაზიანებით] დაწყებული, ისე სხვა ორგანოების მხრივ [დაზიანება]. ჩვენი ყველას ვალია, რომ არ დავუშვათ შიმშილობით გამოწვეული დაზიანება გახდეს შეუქცევადი, რომელიც ვეღარ გამოსწორდება“. „შეიძლება გადარჩეს ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ ვერ გადარჩეს მისი ჯანმრთელობა. მით უფრო, რომ საფრთხე უფრო სერიოზულია, რადგან ქალბატონ მზიას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს“, - განაცხადა კახაბერ ქაშიბაძემ. ექიმებმა ასევე მოუწოდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გააცნონ საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე ნახეთ სარჯველაძემ არ უპასუხა კითხვას, როგორ არის მოშიმშილე მზია ამაღლობელი რისკები ერთ-ერთმა ექიმმა, ნათია ხარატმა, ჩამოთვალა ის რისკები, რომლებიც მრავალდღიან - 17 დღის განმავლობაში მიმდინარე - შიმშილობას უკავშირდება. „შიმშილობის მე-17 დღეს მხოლოდ წყლის მიღება ძალიან საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ორგანიზმში ენერგიის უკიდურესად დაბალი დონეა, რაც იწვევს შეუქცევად ცვლილებებს“, - განაცხადა ნათია ხარატმა. მისი თქმით, აი, ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს, თუ მისი „ჯანმრთელობა 100%-იანი იყო მაშინ, როცა შევიდა ციხეში“: „შესაძლოა განუვითარდეს ორგანოების უკმარისობა, როგორიცაა გული, თირკმელები, ღვიძლი და შეფერხდეს სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტვინი ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს ფუნქციონირების შესუსტებას, რაც იწვევს გონების დაკარგვას, კომას და შესაძლოა სიკვდილსაც; ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის და შესაძლოა გამოიწვიოს გულის არითმია, კუნთების სპაზმის და სხვა სერიოზული პრობლემები; იმუნური სისტემის მხრივ, ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ; პაციენტს წარმოექმნება ფსიქიკური ჯანმრთელო...