კანონპროექტი 2025 წლის 22 იანვარსაა შეტანილი „ქართული ოცნების“ დომინირებულ, სადავო პარლამენტში. მის მიღებას, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ. კანონპროექტი იმავე საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომლითაც დაგეგმილია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიცემა. ასევე ნახეთ „ქართული ოცნების“ კანონპროექტით, ცესკოს წევრები კომპენსაციას მიიღებენ კანონპროექტის როგორც ინიციატორები, ისე ავტორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური და თენგიზ შარმანაშვილი. ასევე - „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი. ცვლილებები ეხება იარაღის შესახებ კანონს. ეს კანონი ამჟამად უკვე განსაზღვრავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობების 19 კატეგორიას. მათ შორის იარაღის ტარების უფლება უკვე აქვთ: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროების, ასევე სუსის, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის „უფლებამოსილ მოხელეებს“; მოსამართლეებს და სასამართლოს მანდატურებს; მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს და ა.შ.. ინიციირებული კანონპროექტით კი ამ ჩამონათვალს ემატება კატეგორია „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ წევრს“. ზოგადად, ცესკოს, - 2021 წლის ცვლილებების შემდეგ, - აკომპლექტებს არაუმეტეს 17 წევრი. ამჟამად, - პარტიების წარმომადგენლების მიერ კომისიის დატოვების შემდეგ, - ცესკოს აკომპლექტებენ თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და კომისიის კიდევ შვიდი წევრი. გიორგი შარაბიძე (მარცხნივ) და გიორგი ჯავახიშვილი, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და ცესკოს მდივანი კანონპროექტის მეორე პუნქტი კი ცესკოს წევრებს აძლევს უფლებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც შეუნარჩუნდეთ იარაღის ტარების უფლება. კერძოდ, ეს ეხება „თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებს“ - თუკი კომისიის წევრი ამ პოზიციაზე ბოლო ოთხი წელი მუშაობდა. კომისიის ისეთ წევრს, რომელსაც კანონდარღვევა უდასტურდება სასამართლო გადაწყვეტილებით, ეს უფლება არ ექნება. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს საზოგადოების ნაწილი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოთხი ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. ისინი პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. კითხვები აქვთ ასევე საერთაშორისო პარტნიორებს. „ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, - აცხადებს ოთხი პ...