ასევე ნახეთ მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე საბა სხვიტარიძემ მოსამართლესა და საქმის პროკურორს მიმართა. მან გაიხსენა ის დღე, რომლის გამოც შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება: „მე დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა „ტიტუშკა“ [მირიან ქავთარაძე], რომელსაც პოლიციელის ნიშანი არ ჰქონდა - კაპიუშონი ეცვა, პირბადე ეკეთა. იძალადა ქალზე, გვაგინებდა და აგრესიით გამოირჩეოდა. მე მოვიგერიე ის. ამის გამო მე გამიტაცეს, იძალადეს ჩემზე და განყოფილებაში ორჯერ მაწამეს. ეს არ იკმარეს და მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს და პოლიციელზე ძალადობა დამაბრალეს, რაც აბსურდია“. საბა სხვიტარიძემ პროკურორს დაუსვა რიტორიკული კითხვაც, რას გააკეთებდა, იმ ღამეს თავს რომ დასხმოდნენ: „ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, თქვენთან მყოფი ქალისთვის სახეში დაერტყათ - საფრთხე შეგქმნოდათ თქვენ და თქვენს მეგობრებს? თავს დახრიდით და არაფერს მოიმოქმედებდით, გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას?! სამწუხაროდ, ესაა თქვენი სამართალი“. ბრალდებულმა სხდომიდან სოლიდარობა გამოუცხადა სისხლის სამართლის წესით დაკავებულებს, მათ შორის ქალ პატიმარს, მზია ამაღლობელს, რომელიც ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება: „ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. არ ვიცი, რას გიხდიან ან რით გაშინებენ ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის. თუმცა მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თითოეული თქვენი ქმედების გამო... დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და არ დაიჩოქებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე... თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ три საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციაში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლი სამართლის წესით დააკავა. აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი შეიკრიბა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ისინი იყვნენ ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დარაზმა. სხვიტარიძ...