"მაგთის" ქსელში გაითიშა როგორც მობილური, ისე ოპტიკური ინტერნეტი. რადიო თავისუფლებას კომპანიაში განუცხადეს, რომ "გლობალური დაზიანებაა" და მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ინტერნეტის გათიშვის მიზეზებსა და სხვა დამატებით დეტალებზე კომპანიაში ჯერჯერობით კომენტარს ვერ აკეთებენ. "მაგთიკომი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტპროვაიდერია საქართველოში. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ...