აქტივისტი ვახო ფიცხელაური აცხადებს, რომ მას გორში თავს დაესხნენ, გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი მეუღლის თქმით, აქტივისტი მაღაზიაში მიდიოდა, როდესაც ის სამმა ნიღბიანმა უცნობმა გაიტაცა, სცემა და გაძარცვა. три „დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო. გამძარცვეს, ყველაფერი წამართვეს: ტელეფონი, გასაღები, საფულე“, - უთხრა ვახო ფიცხელაურმა „მთავარს“. აქტივისტი და მისი მეუღლე გატაცებას ვახო ფიცხელაურის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ. ...