აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას „გააშუქე სიმართლე“ ერქვა. დემონსტრანტები ამ ტელევიზიებისგან მოითხოვდნენ, მაყურებლისთვის ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინათ. აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. დემონსტრაციაზე გაჟღერდა სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა. პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა შორის არის ონლაინგამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. ასევე ნახეთ ირაკლი რუხაძე: მედია - ბიზნესი თუ ძალაუფლების იარაღი? ახალი არჩევნების მოთხოვნით არ წყდება აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში. პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს. პროევროპულ, მრავალრიცხოვან აქციებზე პოლიციამ იძალადა დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის. თუმცა პოლიციამ მხოლოდ ბოლო ორ თვეში სისხლის სამართლის წესით დააკავა 45 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვები. ...