ასევე ნახეთ ზოოპარკს გადაეცა ბოკვერი, რომელთან ერთადაც ლაშა ბექაური სეირნობდა ცნობილი ქართველი სპორტსმენი პარტია „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერია. ლომის ბოკვერთან გადაღებული ვიდეო მისსავე სოციალურ ქსელში გასული წლის 24 დეკემბერს გამოჩნდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, რომ ლაშა ბექაური, რომელიც „პორშეს“ მარკის ავტომობილს მართავდა, გვერდით სავარძელზე ბოკვერს ეფერებოდა. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ეგზოტიკური ცხოველების ყოლა შეიძლება: თუ ადამიანს ამ ცხოველის შესანახად სათანადო პირობები აქვს; ცხოველი საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფთ; გარეული ცხოველი ქვეყანაში შემოყვანილია კანონის დაცვით. ამ ლომის ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა თბილისის ზოოპარკმა შეისწავლა და 27 დეკემბერს განცხადება გაავრცელა. მასში ეწერა: „ცხოველს კუნთოვანი მასის განვითარების შეფერხებისა და რაქიტის ნიშნები აქვს. გარდა ამისა, აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ეს ყველაფერი დედისგან მოშორებისა და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგია“. три კანონით დადგენილი წესების დარღვევაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს „გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი“ რეაგირებს. სწორედ ამ უწყების თანამშრომლები ესწრებოდნენ ლომის ბოკვრის ზოოპარკისთვის გადაცემის პროცესს. რადიო თავისუფლება 26 დეკემბრიდან ცდილობს გაარკვიოს, დაირღვა თუ არა და დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა ლომის ბოკვრის საქმეზე. „გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის“ პრესსამსახურში ამ საკითხზე დასმული კითხვის მოსმენის შემდეგ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს, ზემდგომ გარემოს დაცვის სამინისტროში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხზე პასუხი ვერ მოიძიეს. ლომი მტაცებელი ცხოველია, რომელიც იკვებება ხორცით. ის საშიშია ადამიანებისთვის - ზოოპარკებში მისი ნახვა შესაძლებელია ვოლიერებში, რომელთან მიახლოებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ამ ცხოველს არ აქვს მთელი რიგი საბუთები. ასევე ნახეთ ლაშა ბექაური და ლომის ბოკვერი - უწყინარი ალერსი თუ სისხლის სამართლის დანაშაული? ...