განახლება: 23 იანვარი, 17:10 - ინფორმაცია განახლდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის საპასუხო კომენტარით. მისივე თქმით, ივანიშვილი სთავაზობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაფორმებას მანამ, სანამ ადგილობრივი სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა; ის ასევე ამბობს, რომ მოსამართლეები და პროკურორები ივანიშვილთან ხშირად დადიოდნენ. ბაჩიაშვილი ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილი საქმის აღძვრის შემდეგ მას „შუამავლის“ გამოყენებით 5000 ბიტკოინის გადახდას სთავაზობდა საქმისწარმოების შეწყვეტის სანაცვლოდ. ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე საპასუხოდ აცხადებს, რომ ბაჩიაშვილის განმარტებები არის „სიცრუე“ და „ფაქტების დამახინჯების მცდელობა“. „გლობალური ომის პარტიაზე“ „ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი“, - განაცხადა მედიასთან საუბარში გიორგი ბაჩიაშვილმა 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას. ბაჩიაშვილმა იქვე ახსენა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიის განვითარება დაიწყო. „სანამ შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას [„გლოპ-ზე“ წერილებს], ჩემთან იყო შემოთავაზებული, რომ მე გამომექვეყნებინა ზუსტად იგივე შინაარსის წერილები, რაზეც, ცხადია, უარი ვუთხარი, რადგან მის საქმეებში არანაირი „გლოპი„ და არანაირი გარე ძალის კვალი არ ემჩნეოდა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა მედიასთან. три რადიო თავისუფლება ცდილობს ივანიშვილის ადვოკატისგან, თეიმურაზ წიქვაძისგან საპასუხო კომენტარის მიღებას ხსენებულ ბრალდებებზე. წიქვაძემ მოგვწერა, რომ ის მოგვიანებით გააკეთებს განმარტებას ამ საკითხზე. საპასუხო კომენტარის გამოქვეყნების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება. განახლება: ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ „ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა“. წიქვაძე ამბობს, რომ მან გადასცა ბაჩიაშვილის მხარეს ივანიშვილის შეთავაზება: „ვადასტურებ, რომ ბრალდებულის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება (ზუსტად ამ დასახელებით). შეთავაზების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დაზარალებული მხარე გამოიჩენდა კეთილ ნებას და ბრალდებულს მიეცემოდა შეთავაზებაში მითითებული ოდენობით ,,დისკონტი“ (მას ბრალად წაყენებული აქვს 8986.8675 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), თუკი წინასასამართლო სხდომამდე (როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითი განხილვისათვის) ბრალდებულის მხრიდან მოხდებოდა შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინების მყისიერი დაბრუნება“, - წერს წიქვაძე. „ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის“, - აცხადებს ადვოკატი....