აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ამ დროისთვის შეაჩერა სამოქალაქო უფლებების განყოფილების ყველა მიმდინარე სამართლებრივი დავა. შიდა განკარგულებით, რომელიც ეყრდნობა ახალი მთავრობის სამართლებრივ პოზიციას, ჩერდება ანტიდისკრიმინაციულ კანონებზე პასუხისმგებელი განყოფილების ყველა მიმდინარე საქმე. ე.წ. Civil Rights Division-ი დაარსდა 1957 წელს, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის პერიოდში. ის წინ უნდა აღსდგომოდა აშშ-ში აფროამერიკელების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების დისკრიმინაციას. საქმე ეხებოდა, პირველ რიგში, პოლიციის ძალადობას, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას, განათლების სფეროში უთანასწორობასა და საარჩევნო უფლების დარღვევას. ასევე ნახეთ დაბადებული ამერიკაში: ტრამპს სურს, ამერიკაში დაბადებულებს მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიენიჭოთ ...