ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა კაია კალასმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა ყური უნდა უგდოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ თავდაცვისთვის ბევრად მეტი ხარჯები გაიღოს იმ „ეგზისტენციალური საფრთხის“ გამო, რასაც რუსეთი წარმოადგენს. „ჩვენი ეროვნული სადაზვერვო სამსახურებიდან ბევრი გვაწვდის მონაცემებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა შეიძლება 3-5 წელში შეამოწმოს ჩვენი მზადყოფნა,“ თქვა კალასმა ბრიუსელში, ევროპის თავდაცვითი სააგენტოს ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ევროპის კავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვითი ინვესტიციები: „აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ თავდაცვაზე ევროპელების ხარჯები არასაკმარისია. ახლა დროა, თავდაცვაში მოხდეს ინვესტირება,“ დასძინა კალასმა. როგორც BBC იუწყება, პარალელურად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ „თუკი ევროპას გადარჩენა სურს, საჭიროა მისი შეიარაღება“. ასევე ნახეთ ევროკავშირი გამოვა სანქციათა ახალი პაკეტით რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ ...