პარტიაში ამბობენ, რომ გიორგი გახარია, - პროკურატურის მასთან დაკავშირების შემდეგ, - ნებაყოფლობით მივიდა პროკურატურაში. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, - რაც ძალადობას გულისხმობს. გახარიას, - ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, - 2025 წლის 14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. მანამდე იმავე სასტუმროში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები, ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც. 22 იანვარს მას პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. პარტია „საქართველოსთვის“ სასტუმრო „შერატონს“ უკვე ერთი კვირაა, კადრების გადაცემას სთხოვს, თუმცა, პარტიის თანახმადვე, უშედეგოდ. 22 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ გახარიაზე „პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა“. „სასტუმროს მოქმედებები აჩვენებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაძლოა წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები სასტუმროს ადმინისტრაციასთან, რომ სასტუმროს კუთვნილ სივრცეში მოეწყობოდა თავდასხმისთვის ჩასაფრება. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმამდე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის დაზარალებული მიზანმიმართულად მოაშორეს შემთხვევის ადგილს პოლიციის გამოძახების გარეშე, შეიარაღებული მოძალადეები დატოვეს ადგილზე და დაგეგმილი დანაშაულის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს, რა დროსაც სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ფაქტობრივად უმოქმედოდ იდგნენ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა Sheraton Hotels and Resorts-ს, - ამერიკულ სასტუმროთა ქსელს, რომლის ნაწილიცაა "შერატონ ბათუმი", - თუმცა მომხდართან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი არ მიუღია. ასევე ნახეთ "შერატონის" მენეჯერის თქმით, გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის კადრები შენახულია მანამდე, 15 იანვარს, ბათუმის „შერატონის“ მენეჯერმა მეგი ჟღენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „არაფერი წაშლილი არ არის“, ჩანაწერები ერთი თვის განმავლობაში ინახება და შესაბამის უწყებებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადასცემენ. კითხვაზე, რატომ დაასუფთავეს შემთხვევის ადგილი პოლიციის მისვლამდე, სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, "სავარაუდოდ, უშუალოდ დალაგება-დასუფთავების სამსახურმა მიიღო, არ მოსულა ზემოდან განკარგულ...