„თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, - სკანდირებენ დემონსტრანტები. მათ ასევე მოუწოდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ პოლიტიკოსებს, მათ შორის შალვა პაპუაშვილს, შეწყვიტონ ამაღლობელის „გაშავება“. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კოლეგებმა საერთო წერილით მიმართეს მას და მოუწოდეს, შიმშილობა შეწყვიტოს. ჟურნალისტმა, „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება, - ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივრის არმიღება - არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. „ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, სანამ მზია არ გათავისუფლდება“, - თქვა მან. 21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი, - სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებდა, მისი პატიმრობა არ გაეგრძელებინა. პარლამენტთან აქციაზე 22 იანვარს ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ თანადამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ის ცდილობდა „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის სპიკერთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ამაღლობელის საკითხზე სასაუბროდ, თუმცა უშედეგოდ. три ამაღლობელს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს „მინდოდა, მისთვის [პაპუაშვილისთვის] მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები. მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა. დეტალებში არ შევალ“, - განაცხადა ეთერ თურაძემ. „მინდოდა [პაპუაშვილისთვის] მეთქვა, რომ ამ ქვეყანაში ფუნქციონირებს კონსტიტუცია და შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, მზია ამაღლობელის გაშავებას პირადად. არ არის ეს სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც არცერთი გაგებით, რასაც ისინი აღიარებენ. არ არის სწორი, ქალი, რომელიც სინდისის პატიმარია, ყოველდღიურად იყოს თავდასხმის მსხვერპლი ამ ვერტიკალისგან“, - თქვა ეთერ თურაძემ. ასევე ნახეთ ქუთაისის სააპელაციომ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე საჩივარი შალვა პაპუაშვილმა 13 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ ამ უცხოური დაფინანსებით მედიაში, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, მივიღეთ პოლიტიკური აქტივიზმი, რომელსაც ამ ვითარებამდე მივყავართ. ჟურნალისტმა ხელი აღმართა პოლიციელზე“. მაშინ, როცა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაშია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ. ეთერ თურაძის შეფასებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებმა. „რა თქმა უნდა, ამის გარეშეც დიდად თავ...