ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლის ეს ნაბიჯი უკანონოა და არის ადვოკატების დაშინების მცდელობა. რა მოხდა 11 იანვარს 2025 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებული რვა ადამიანის სასამართლო სხდომა ჩატარდა, - პროტესტის ფონზე. მათგან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, - გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. დანარჩენ ხუთს, - მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. თუმცა მანამდე, განხილვის მიმდინარეობისას, ვითარება დაძაბული იყო. სხდომა მცირე ზომის დარბაზში ტარდებოდა, ბრალდებულები, ადვოკატები და დამსწრეები კი ბევრნი იყვნენ, რის გამოც სუნთქვა ჭირდა. ირაკლი მიმინოშვილი (ფოტოზე - შუაში) თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ცუდად გახდა. 2025 წლის 11 იანვარი „დარბაზი არ შეცვალა“ ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი მიმინოშვილი, შეუძლოდ გახდა. სასამართლოში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ბრალდებულები და მათი ადვოკატები ორი საათის განმავლობაში ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან, მათი თქმით, მცირე დარბაზში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო შეუძლებელი იყო მუშაობა. „ამის შემდეგ ბრალდებულებმა და ჩვენ, ადვოკატებმა, მოსამართლეს ვთხოვეთ, რომ სხვა დარბაზში გადაეტანა, რაც არ დააკმაყოფილა მოსამართლემ. ბრალდებულებს ფიზიკურად არ შეეძლოთ ყოფნა და პატივის და ღირსების შემლახავ სხდომაზე მონაწილეობა და ადვოკატებმაც გავიზიარეთ ეს პოზიცია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ადვოკატი, რევაზ აჭარაძე. ის ვასილ კაძელაშვილის ინტერესებს იცავს. კიდევ ერთი ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ირაკლი მიმინოშვილს ჯანმრთელობის ცნობაში ჩაუწერეს, რომ ის, სავარაუდოდ, უჰაერობის და ნერვიულობის გამო გახდა შეუძლოდ, თუმცა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მაინც არ მიიღო დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მოგვიანებით მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პროცესზე სასწრაფო დახმარების სამედიცინო დასკვნა წაიკითხა და თქვა: „ბრალდებული უჩივის შემცივნებას, კანკალს, თავის ტკივილს და უკავშირებს სტრესულ ფონს...სად წერია აქ, რომ უჟანგბადობის გამო გახდა ცუდად?“ ასევე ნახეთ პროევროპულ აქციაზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლოს დარბაზში შეუძლოდ გახდა „უბრალოდ, ვერ ისხდნენ ბრალდებულები. ადვოკატებისთვისაც შეუძლებელი იყო მუშაობა. სამი ადვოკატი ვისხედით ერთ ადამიანზე გათვლილ პატარა მაგიდასთან. შემდეგ, მოთხოვნის შემდეგ, დიდი...