„ამ ცვლილებებით პარტიას მათთვის არასასურველი ასობით ადამიანის უსამსახუროდ დატოვება შეუძლია, თანაც ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე“, - ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი. რა იცვლება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში? კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდება რამდენიმე ახალი ჩანაწერი, განსხვავებულად დაიწერება უკვე არსებული, ამოიღებენ რამდენიმე სიტყვასა და ფრაზას ან პირიქით, ჩაამატებენ. მთავარი კი სიტყვა „რეორგანიზაცია" იქნება. მუხლების ცალ-ცალკე განხილვა საერთო სურათის აღქმას ართულებს, მთლიანობაში კი ცვლილებების მთავარი მიზანი რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებაა ისე, რომ ამ მოტივით გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ საჯარო სამსახურის სისტემაში შემობრუნება ვეღარ შეძლოს, ან, სულ მცირე, გაუჭირდეს. ასევე ნახეთ „ოცნების“ 4 ახალი ინიციატივა პროევროპულ დემონსტრაციებსა და პროტესტზე პასუხად საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ახსნა იურისტ ნიკა სიმონიშვილს ვთხოვეთ, რომელმაც ის რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა: ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, საჯარო მოხელისთვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილება რეორგანიზაციის საფუძველი გახდება. „აქამდე კანონი არ ითვალისწინებდა და პირდაპირ გამორიცხავდა რეორგანიზაციის დაწყებას ამ საფუძვლით“, - განმარტავს სიმონიშვილი რადიო თავისუფლებასთან. რეორგანიზაციის პროცესი, ნაცვლად 3 თვისა, წარიმართება არაუმეტეს 2 თვის განმავლობაში; საჯარო დაწესებულება აღარაა ვალდებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომელს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა მისცეს; ახალი ჩანაწერით ეს პრივილეგია მხოლოდ ლიკვიდაციის ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დროს იარსებებს. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის სასამართლო საჩივარი გადაწყვეტილების მოქმედებას არ შეაჩერებს. საჯარო მოხელეს ფუნქციების დამატებისას ან ცვლილებისას გათავისუფლების შესახებ 1 თვით ადრე ეცნობება. ხელმძღვანელი გადაწყვეტს, ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადოს, დახურული თუ შიდა. „დახურულ ან შიდა კონკურსში გათავისუფლებული მოხელე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს“, - განმარტავს იურისტი. გათავისუფლების გამო საჯარო მოხელე იღებს კომპენსაციასა და განაცდურს მხოლოდ სამი თვის ოდენობით. ნიკა სიმონიშვილის თქმით, საჯარო სამსახურის კანონში არსებული იდენტური ჩანაწერი საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ არაკონსტიტუციურად ცნო. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილი გახდება შეცვალოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება ამ შეფასებიდან 3 თვის...